Sunday, March 2, 2014

თემის პრობლემის განსაზღვრა

  შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს თემის  პრობლემებზე გარემოს დაცვის კუთხით. დავსვით შეკითხვა : "რა პრობლემა აქვს თემს გარემოს დაცვის კუთხით?" მოსწავლეებმა იდეები დააფიქსირეს ფურცლებზე, შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ გააკეთა თავისი მოსაზრების პრეზენტაცია და გაეცნო თანაგუნდელებს.  ძირითადად გამოიკვეთა მწვანე საფარის პრობლემა. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და განიხილეს პრობლემა და გადაწვიტეს სკოლის ეზოს გამწვანება.
   მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად: 1-ჯგუფს დაევალა კითხვარის შედგენა და ინტერვიუს ჩაწერა ბოტანიკის მასწავლებელთან  2-ჯგუფს-კითხვარის მომზადება და შეხვედრა გამწვანების სამსახურთან. 3 ჯგუფს- ლოზუნგებისა და პოსტერების, ბროშურის დამზადება საინფორმაციო აქციისთვის.
  მოსწავლეებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. მაკულატურიდან შემოსული თანხით ისინი გეგმავენ სკოლის ეზოს გამწვანებას.

 ჩვენი თვალით დანახული პრობლემა:






No comments:

Post a Comment