Friday, May 2, 2014

გავამწვანოთ ჩვენი სკოლა

   კლუბმა "ბუნების ქომაგები" დაასრულეს პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც საამწვანეს სკოლის ეზო.  გაასუფთავეს სკოლის ეზო გამხმარი მცენარეებისაგან და დარგეს ნერგები და ყვავილები. სკოლის ეზოს გამწვანებაში ჩართულნი იყვნენ ის მოსწავლეები რომლებიც არ არიან კლუბის წევრები.




მაკულატურა

კლუბის წევრებმა გაავრცელეს ბროშურები, სადაც მოუწოდებნენ საზოგადოებას შეეგროვებინათ მაკულატურა და გადაერჩინათ მცენარეები. სკოლის ბაზაზე მოხდა მაკულატურის შეგროვება და ჩაბარება. მოსწავლეებმა აღებული თანხით შეიძინეს მცენარეები და გაამწვანეს სკოლის ეზო.




Saturday, April 5, 2014

ინტერვიუს პრეზენტაცია

 მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია და კლუბის დანარჩენ წევრებს გააცნეს ინტერვიუ. ინტერვიუ მომზადდა ბიოლოგიის მასწავლებელთან, მოსწავლეებს აინტერეზებდათ როდის და როგორ უნდა დაირგოს მცენარეები და როგორ უნდა მოვუაროთ მათ. ინტერვიუს გაცნობის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დაიგეგმა შემდეგი აქტივობები.

ინტერვიუ



პრეზენტაცია








Monday, March 31, 2014

პლაკატები და ბროშურა

 მოსწავლეებმა  საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად  მოამზადეს ბუკლეტები, რომლებშიც ასახულია პროექტის მიზანი,  არსებული პრობლემები და  მოწოდება, რათა ერთობლივად,  გავაუმჯობესოდ  მწვანე საფარი.  მოსწავლეებმა ასევე დაამზადეს პლაკატები რომლებიც გამოაკრეს სკოლის დერეფნებში.






ინტერვიუ ბიოლოგიის მასწავლებელთან

   კლუბის წევრებმა მოამზადეს კითხვარი და ჩაწერეს ინტერვიუ ბიოლოგიის მასწავლებელთან. ინტერვიუ იყო საინტერესო და ინფორმაციული. ახლა ისინი ემზადებიან პრეზენტაციის გასამართად.  

Sunday, March 2, 2014

თემის პრობლემის განსაზღვრა

  შეხვედრაზე კლუბის წევრებმა ისაუბრეს თემის  პრობლემებზე გარემოს დაცვის კუთხით. დავსვით შეკითხვა : "რა პრობლემა აქვს თემს გარემოს დაცვის კუთხით?" მოსწავლეებმა იდეები დააფიქსირეს ფურცლებზე, შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ გააკეთა თავისი მოსაზრების პრეზენტაცია და გაეცნო თანაგუნდელებს.  ძირითადად გამოიკვეთა მწვანე საფარის პრობლემა. მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია და განიხილეს პრობლემა და გადაწვიტეს სკოლის ეზოს გამწვანება.
   მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად: 1-ჯგუფს დაევალა კითხვარის შედგენა და ინტერვიუს ჩაწერა ბოტანიკის მასწავლებელთან  2-ჯგუფს-კითხვარის მომზადება და შეხვედრა გამწვანების სამსახურთან. 3 ჯგუფს- ლოზუნგებისა და პოსტერების, ბროშურის დამზადება საინფორმაციო აქციისთვის.
  მოსწავლეებმა დაიწყეს მაკულატურის შეგროვება. მაკულატურიდან შემოსული თანხით ისინი გეგმავენ სკოლის ეზოს გამწვანებას.

 ჩვენი თვალით დანახული პრობლემა:






Wednesday, February 12, 2014

" ბუნების ქომაგები"


    კლუბის პირველი შეხვედრა იყო გაცნობითი, მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი სხვადასხვა სახალისო აქტივობით. პედაგოგებმა წარმოვადგინეთ და მოსწავლეებს გავაცანით სამოქმედო გეგმა , კლუბის დატვირთვა და მისი შინაარსი. მოხდა კლუბის ლოგოს შექმნა. მოსწავლეებმა იმსჯელეს კლუბის ლოგოზე და სახელძე, საბოოლოო შედეგი დახატეს და გამოაკრეს სამუშაო ოთახში.




ბავშვებმა დაწერე რას ელოდებია ამ პროექტიდან , როგორია მათი დამოკიდებულება კლუბის მუშაობის მიმართ და დააფიქსირეს თავიაანთი მოლოდინები  "მოლოდინების ხე"- ზე.