Wednesday, February 12, 2014

" ბუნების ქომაგები"


    კლუბის პირველი შეხვედრა იყო გაცნობითი, მოსწავლეებმა გაიცნეს ერთმანეთი სხვადასხვა სახალისო აქტივობით. პედაგოგებმა წარმოვადგინეთ და მოსწავლეებს გავაცანით სამოქმედო გეგმა , კლუბის დატვირთვა და მისი შინაარსი. მოხდა კლუბის ლოგოს შექმნა. მოსწავლეებმა იმსჯელეს კლუბის ლოგოზე და სახელძე, საბოოლოო შედეგი დახატეს და გამოაკრეს სამუშაო ოთახში.




ბავშვებმა დაწერე რას ელოდებია ამ პროექტიდან , როგორია მათი დამოკიდებულება კლუბის მუშაობის მიმართ და დააფიქსირეს თავიაანთი მოლოდინები  "მოლოდინების ხე"- ზე.





კლუბი- გარემოს დაცვე


  სოფელ მეჯვრისხევში ჩამოყალიბდა კლუბი- გარემოს დაცვა. მისი ხელმძღვანელები არიან პედაგოგები: ნინო სარაული და თამარ სალუქაშვილი. კლუბში გაწევრიანებულია 10 მოსწავლე: ნინო ხომასურიძე, ცირა გოგიაშვილი,  ლამზირა ბლუაშვილი, თამთა ლიჩელი, გიორგი ურიგაშვილი, ავთო მოსიძე, მიხეილ ახალკაცი, გიორგი ეჯოშვილი, ლიკა ჭაღინაშვილი, ელენე შერმადინი. კლუბს გააჩნია სამოქმედო გეგმა რომელიც გაწერილია 3 თვეზე და მის ფარგლებში იგეგმება ბევრი საინტერესო აქტივობა: კვლევები, კონფერენციები, შეჯიბრებერი, ტრენინგები, ექსკურსიები...

" ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"


  როგორც უკვე იცით, ფონდმა- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი 'აფხაზეთი' ("სჰცა") მიმდინარე წელს დაგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი- " ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"- რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი ჩართულობითა და ნდობის აღდგენის გაძლიერებით. პროექტი განხორციელდება გორის რაიონის 8 საჯარო სკოლაში. მათშორის გახლავთ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა.
  სამიზნე ჯგუფი: 12-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მასწავლებლები ჩამოაყალიბებენ კლუბებს 4 ძირითად მიმართულებაში:
1) გარემოს დაცვა
2) სამოქალაქო განათლება
3) ჯანსაღი ცხოვრების წესი
4) მათემატიკა და მეცნიერება

  პროექტის განხორციელება და კლუბური მუშაობა დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების თანავე.

   კლუბში გაერთიანებულია 8-10 მოსწავლე.  სოფელ მეჯვრისხევში  კლუბმა- გარემოს დაცვა, დაასრულა ერთ ჯგუფთან მუშაობა :" მწვანე საქართველო". და 2014 წლის თებერვლიდან შედგა მეორე ჯგუფი.