Wednesday, February 12, 2014

" ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"


  როგორც უკვე იცით, ფონდმა- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი 'აფხაზეთი' ("სჰცა") მიმდინარე წელს დაგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი- " ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"- რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი ჩართულობითა და ნდობის აღდგენის გაძლიერებით. პროექტი განხორციელდება გორის რაიონის 8 საჯარო სკოლაში. მათშორის გახლავთ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა.
  სამიზნე ჯგუფი: 12-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მასწავლებლები ჩამოაყალიბებენ კლუბებს 4 ძირითად მიმართულებაში:
1) გარემოს დაცვა
2) სამოქალაქო განათლება
3) ჯანსაღი ცხოვრების წესი
4) მათემატიკა და მეცნიერება

  პროექტის განხორციელება და კლუბური მუშაობა დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების თანავე.

   კლუბში გაერთიანებულია 8-10 მოსწავლე.  სოფელ მეჯვრისხევში  კლუბმა- გარემოს დაცვა, დაასრულა ერთ ჯგუფთან მუშაობა :" მწვანე საქართველო". და 2014 წლის თებერვლიდან შედგა მეორე ჯგუფი.







No comments:

Post a Comment