Wednesday, February 12, 2014
" ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"
როგორც უკვე იცით, ფონდმა- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი 'აფხაზეთი' ("სჰცა") მიმდინარე წელს დაგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განახორციელოს პროექტი- " ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება"- რომლის მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა მათი ჩართულობითა და ნდობის აღდგენის გაძლიერებით. პროექტი განხორციელდება გორის რაიონის 8 საჯარო სკოლაში. მათშორის გახლავთ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა.
სამიზნე ჯგუფი: 12-დან 17 წლამდე სკოლის მოსწავლეები და ადგილობრივი მასწავლებლები ჩამოაყალიბებენ კლუბებს 4 ძირითად მიმართულებაში:
1) გარემოს დაცვა
2) სამოქალაქო განათლება
3) ჯანსაღი ცხოვრების წესი
4) მათემატიკა და მეცნიერება
პროექტის განხორციელება და კლუბური მუშაობა დაიწყო 2013-2014 სასწავლო წლის დაწყების თანავე.
კლუბში გაერთიანებულია 8-10 მოსწავლე. სოფელ მეჯვრისხევში კლუბმა- გარემოს დაცვა, დაასრულა ერთ ჯგუფთან მუშაობა :" მწვანე საქართველო". და 2014 წლის თებერვლიდან შედგა მეორე ჯგუფი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment